ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ლოჯისტიკის მენეჯერი
საერთაშორისო ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/r0gTkZPc
ამერიკული რესტორნების ქსელები Wendy’s/Dunkin'/Subway აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები1500 ლარი (მე-3 თვიდან 1800);
სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი (09:00–18:00 ან 06:00–15:00). შაბათ-კვირას მუშაობა მონაცვლეობით, შემოკლებული საათებით (06:00–12:00);
ლოკაცია: ცენტრალური საწყობი-ორხევი;
ბენეფიტები: კვებაზე ფასდაკლება, ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროდუქციის გადაადგილების კონტროლი: საწყობის გავლით ობიექტებს შორის გასაგზავნი პროდუქციის შესაბამისი მიმართულებით, სწორი ობიექტისთვის და დადგენილი წესის შესაბამისად გაშვების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
რესტორნის მენეჯერებთან მუდმივი უკუკავშირი საქონლის გაგზავნა-მიღების, შესაძლო დანაკლისისა და დაგვიანების შესახებ;
მძღოლებისა და მძღოლის დამხმარეების საწყობიდან გასვლის, მათი უკან დაბრუნებისა და გადაადგილების მონიტორინგი;
საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
საწყობის ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და კონტროლი: გენერატორის, მაცივრების, კერხერის, საპრესისა და ელექტრო დამტვირთელის გამართულ მუშაობაზე ყურადღების მიქცევა;
პრობლემებზე რეაგირება: ნებისმიერი პრობლემის ან გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტთან დროული კომუნიკაცია და საკითხის მოგვარების პროცესის მონიტორინგი;
ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტირება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე (საწყობი, ლოჯისტიკა, ოპერაციები) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საწყობის ტექნიკურ აღჭურვილობასთან (დამტვირთველი, გენერატორი და ა.შ.) მუშაობის/მეთვალყურეობის საბაზისო ცოდნა ან გამოცდილება;
საწყობის აღრიცხვისა და მარაგების მოძრაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
ტექნიკური ან ოპერაციული შეფერხებების დროს სწრაფი რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
გამართული კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობისას;
გუნდურად მუშაობის უნარი.