M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 31/10/2026

მაღაზიის მენეჯერი

domainMAVA
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას მაღაზია New Trend-ის მენეჯერის პოზიციაზე.

MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

  • * ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • * სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00, 13:00- 22:00
  • * ანაზღაურება: შეთანხმებით
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნები:

  • * გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვის გარეშე;
  • * პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • * ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • * მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • * უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
  • * ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
  • * ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1;
  • * ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
  • * მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მაღაზიის პერსონალის მართვა;
  • * ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • * გაყიდვებისა და KPI-ების შესრულების კონტროლი, გაყიდვების კომერციული და საოპერაციო მართვა;
  • * პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
  • * სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
  • * სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
  • * მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  • * ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
  • * გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
  • * სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • * მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • * მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
  • * სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@mavaltd.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!