მარაგ-ნაწილების/დაბრ. პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
საწყობის და მარაგების მართვის უმცროსი სპეციალისტი
საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
სათადარიგო ნაწილების მრჩეველი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარაგ-ნაწილებისა და დაბრუნებული პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- * საწყობების ოპერაციების მართვა: პროდუქციისა და სათადარიგო ნაწილების მიღება, შენახვა და გაცემა;
- * ინვენტარის სიზუსტისა და მარაგების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
- * ERP სისტემაში (1C) მარაგების მოძრაობის დროული და ზუსტი აღრიცხვა;
- * საწყობის ორგანიზების სტანდარტების დაცვა, მათ შორის ლოკაციების, მარკირებისა და SKU-ების მართვა;
- * პერიოდული გადათვლებისა და ინვენტარიზაციის ჩატარება, შეუსაბამობების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- * წარმოების, ლოჯისტიკისა და ფინანსების გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
- * საწყობის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების/KPI-ების მონიტორინგი და გაუმჯობესება;
- * პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო რისკების შემცირების მიზნით;
- * შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) სტანდარტების, შიდა კონტროლისა და აუდიტის მოთხოვნების დაცვა;
- * მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა საწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
კანდიდატის პროფილი:
- * პროფესიული ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
- * საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- * საწყობის დოკუმენტაციისა და პროცესების მართვის ცოდნა;
- * საწყობის მართვის პრინციპების კარგი ცოდნა, მათ შორის ლოკაციების (Bin Location), SKU-ებისა და ნომენკლატურის მართვა;
- * ინვენტარიზაციების ჩატარების გამოცდილება;
- * ERP სისტემებთან (1C ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება;
- * ქართული ენის თავისუფლად, ინგლისური ენის B1+ დონეზე ცოდნა;
- * MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.