მარკეტინგის ხელმძღვანელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მარკეტინგის ხელმძღვანელი
მარკეტინგის ხელმძღვანელი
სავაჭრო მარკეტინგის ხელმძღვანელი
მარკეტინგის ხელმძღვანელი
"აზროვნების აკადემია" არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისთვის.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://azraki.ge
პოზიციის შესახებ:
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს მარკეტინგის გუნდს და განავითარებს აკადემიის ყველა მიმართულებას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- * მარკეტინგული გუნდის მართვა.
- * მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი.
- * ქვე-ბრენდების პოზიციონირების სტრატეგიული მართვა (საბავშვო ბაღი, საკვირაო სკოლა, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის ცენტრი "ინტეგრა", გამომცემლობა, სკოლა, ზრდასრულთა მიმართულება - სალონური საუბრები, ლექციები, კურსები);
- * კომპანიის ვებ-გვერდისა და ციფრული არხების ოპტიმიზაცია (Meta, Google, YouTube, TikTok, LinkedIn, Email Marketing, SEO);
- * მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება - აუდიტორიის ანალიტიკა, კონვერსიების გაზომვა, ტენდენციების იდენტიფიცირება;
- * პარტნიორული და PR ურთიერთობების განვითარება (დონორები, მედია, კორპორატიული კლიენტები);
- * გაყიდვებისა და ლოიალობის მასტიმულირებელი, ინოვაციური კამპანიების დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
- * მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან ბრენდის მართვის მიმართულებით.
- * გამოცდილება განათლების, კულტურის ან სოციალური პროექტების სექტორში ჩაითვლება უპირატესობად;
- * ინგლისური ენის ფლობა (B2+/C1);
- * ციფრული არხების, ანალიტიკისა და შესრულების მენეჯმენტის ცოდნა (Google Ads, Meta Ads Manager, SEO, Google Analytics, HubSpot, WordPress CMS);
- * პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება (Trello ან სხვა სისტემებით);
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის 9
- * სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- * ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
რას გთავაზობთ?
- * კორპორატიული დაზღვევა;
- * კვებით უზრუნველყოფა ოფისში;
- * უფასო წვდომა სალონურ საუბრებსა და ონლაინ ბიბლიოთეკაზე (onlineacademia.ge);
- * 50%-იანი ფასდაკლება აზროვნების აკადემიის კურსებსა და გამომცემლობის წიგნებზე.
- * ჩვენს ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტაციის ცენტრში - "ინტეგრაში" 20%-იანი ფასდაკლება.
აპლიკაციის წესი:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@azraki.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.06.2026
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
თქვენი რეზიუმე შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.