T
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 26/09/2026scheduleბოლო ვადა: 09/10/2026

მარკეტინგის მენეჯერი

domainTrump Tower Tbilisi
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Trump Tower Tbilisi" წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:

  • * დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
  • * პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
  • * ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
  • * ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
  • * უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს.

"Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • * მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • * ეფექტიანი ლიდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, კონვერტაციის ზრდის უზრუნველსაყოფად;
  • * გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი;
  • * მარკეტინგული პროექტების ბიუჯეტირება;
  • * მარკეტინგული კამპანიების, პროექტების, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ვადების ეფექტიანად მართვა;
  • * მარკეტინგული მიზნებისთვის, კვლევების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;
  • * ბაზრის სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კონკურენტული ანალიზის რეგულარული განხორციელება;
  • * ბრენდისა და პროდუქტების ეფექტიანად წარმოჩენის უზრუნველყოფა;
  • * სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
  • * შეთანხმებული პერიოდულობით, რეპორტინგის წარმოება, ანალიტიკა და აღმასრულებელ დირექტორთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • * ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • * მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.