P
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი

domainPeugeot Georgia
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

"პეჟო საქართველო" — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს.

შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;

ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.

პოზიციის მიზანი და სამუშაო მოვალეობები:

  • * ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
  • * ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
  • * სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
  • * საავტომობილო სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
  • * მედია პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეგმილი მარკეტინგული პროექტების ფარგლებში;
  • * ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა;
  • * ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ვიზუალური მასალების მუდმივი განახლება როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ფიზიკური გარე სარეკლამო არხებისთვის;
  • * ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოდელების შესახებ ინფორმაციის და ფოტო-ვიდეო მასალების განახლება;
  • * ბრენდირებული პროდუქციის დამზადების პროცესის მართვა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • * მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებით სამომავლო გეგმების შემუშავება.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მარკეტინგული და საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • * მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • * ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • * Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება;
  • * სოციალური მედიის ანალიტიკის და კამპანიების შედეგების შეფასების უნარი;
  • * კონტენტის დაგეგმვის და შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის;
  • * სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@peugeot-georgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!