Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

მასწავლებლის ასისტენტი/კლასის კოორდინატორი

domainსაერთაშორისო აკადემია ლოგოსი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას: მასწავლებლის ასისტენტი (კლასის კოორდინატორი)

ფუნქციები:

  • * ჩაატაროს პიროვნული განვითარების საათი თავის საკოორდინატორო კლასში;
  • * პიროვნული განვითარების საათის ჩატარებისთვის წინასწარ მოემზადოს, მოიძიოს მასალა და შეიმუშაოს შესაბამისი აქტივობები;
  • * უზრუნველყოს მოსწავლეთა სკოლაში მოსვლის შემდეგ მათი კლასებში დაბინავება და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ მშობლებთან შეხვედრა;
  • * ყურადღება მიაქციოს მოსწავლეებს დასვენებების პერიოდში;
  • * უზრუნველყოს მოსწავლეთა პირადი ჰიგიენის დაცვა, სადილზე გაყვანა, კვების ორგანიზება და კლასში დაბრუნება;
  • * უზრუნველყოს მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზება და კონტროლი;
  • * უზრუნველყოს საგაკვეთილო პერიოდის შემდეგ მოსწავლეთათვის გასართობი თუ აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარება;
  • * მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;
  • * უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
  • * დაიცვას და არ გაამჟღავნოს სხვისი პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე;
  • * დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
  • * მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვებს;
  • * დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში;
  • * შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • * საჭიროების შემთხვევაში დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ;
  • * სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
  • * ორგანიზება გაუკეთოს სკოლის მიერ დაწესებულ მშობელთა კრებებს, მშობელთან ინდივიდუალურ შეხვედრებს;
  • * დირექციას გადასცეს ხშირი გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია;
  • * გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
  • * საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tamar.mikaberidze@logosi.org