Ლ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

მძღოლ-დისტრიბუტორი

domainლეთრე
location_on
ლოკაციაზუგდიდი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"მილდიანის" ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია შპს "ლეთრე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე ზუგდიდის ფილიალში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • * განათლება: საშუალო;
  • * სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
  • * ენის ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • * მართვის მოწმობა: B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

  • * სადისტრიბუციო მანქანის მართვა (მექანიკა);
  • * შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან აღება/მითვლა და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • * პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
  • * შიდა გადაზიდვების პროცესში მონაწილეობა;

პიროვნული თვისებები:

  • * კომუნიკაბელური;
  • * ორგანიზებული;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * სწრაფი ანგარიშის უნარი;
  • * კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი;
  • * გამართული მეტყველების უნარი;
  • * გუნდთან მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი, სამოქმედო ზონა, სამეგრელო, იმერეთი და სვანეთი);
  • * სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00. სეზონურად (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ორშაბათი-შაბათი: 09:00-15:00;
  • * ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
  • * დაზღვევა: საბაზისო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ან/და რეზიუმე (ფოტო სურათით) მისამართზე: hr@mildiani.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლ-დისტრიბუტორი".

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია შპს "ლეთრემ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.

გისურვებთ წარმატებას!