Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

მძღოლი

domainსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
location_on
ლოკაციაგარდაბანი
payments
ანაზღაურება1600 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო საათები: 08:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12 სთ-დან 13 სთ-მდე)
  • * სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • * სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი
  • * ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

  • * ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე
  • * სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა
  • * ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა
  • * კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • * B, C კატეგორიის მართვის მოწმობა
  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • * ინსტრუქციების და პროცედურების დაცვის უნარი
  • * პუნქტუალურობა
  • * დისციპლინირებულობა
  • * მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი
  • * ყურადღება დეტალების მიმართ
  • * პასუხისმგებლობის გრძნობა
  • * მოწესრიგებულობა

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • * საგზაო მოძრაობის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უშიშროების წესების ცოდნა;
  • * სატვირთო ა/მ აგრეგატების დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა;
  • * მანქანით მოძრაობის დროს ავტომანქანაზე წარმოშობილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;
  • * თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობის თავისებურებების ცოდნა;
  • * წვიმიან და ნისლიან ამინდში მოძრაობის თავისებურებების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: hr@giec.ge კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.