მექანიკოსი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სავალი ნაწილის მექანიკოსი
მექანიკოსი
მექანიკოსი
მსუბუქი ავტომობილების მექანიკოსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/vpj4REfe
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდასაქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთართანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 28 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
Www.amboli.ge (http://Www.amboli.ge) Www.facebook.com/Amboli.ge (http://www.facebook.com/amboli.ge/?fref=ts)
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში!
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა;
ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა;
დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა;
ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება;
შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად;
ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;
სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გამოცდილების არმქონე კანდიდატების განაცხადებაც განიხილება;
საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.
სასურველი უნარები და კომპეტენციები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ტექნიკური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.