Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

მექანიკოსი

domainკომპანია
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ხის კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან მექანიკოსს საწარმოო ხაზის მონტაჟის, შემდგომი მართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • * ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა და ზუსტი გაგება;
  • * ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი);
  • * ლითონის ზეინკლური დამუშავება: ჭრა, ბურღვა, გაქლიბვა, ღუნვა;
  • * საზომი ხელსაწყოების ფლობა (შტანგენფარგალი, მიკრომეტრი, თარაზო, ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი;
  • * მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა (მექანიკა, პნევმატიკა, ჰიდრავლიკა), სხვადასხვა ტიპის დანადგარების, მათი მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • * თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად და ზუსტად გამოვლენის უნარი;
  • * მონტაჟის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ორგანიზების, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი;
  • * ტექნიკური პერსონალის მართვის, თანამშრომელთა მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი;
  • * რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი;
  • * CAD (საპროექტო კომპიუტერულ) პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • * მექანიკური მოწყობილობების მუშაობის მარეგულირებელი უსაფრთხოების მოთხოვნების, სტანდარტებისა და წესების ცოდნა;
  • * მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი;
  • * მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი.

სასურველია:

  • * შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი;
  • * საბაზისო ცოდნა ელექტროენერგეტიკაში.

მოვალეობები დანადგარების მონტაჟის ეტაპზე:

  • * მოწყობილობების მონტაჟის უზრუნველყოფა: მექანიკოსი პასუხისმგებელია დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე;
  • * პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი;
  • * დეტალების მომზადება: მონტაჟის წინ კომპონენტების გაწმენდა, გაუცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება;
  • * აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით: ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა, ასევე ხრახნიანი, შემდუღებელი, ნარჩილავი და მორკინული შეერთებების აწყობა;
  • * მოწყობილობებისა და კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო დანადგარების (ჩარხები, პრესები, კონვეიერები), ლითონის კონსტრუქციების (კოჭები/ბალკები, კარკასები, რეზერვუარები), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად;
  • * შესყიდვები და ლოგისტიკა: მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია.

რას გთავაზობთ:

  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ;
  • * სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას;
  • * პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com