MEP ინჟინერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
MEP ინჟინერი
MEP ინჟინერი
კონსტრუქტორი / კონსტრუქციების ინჟინერი
ინჟინერ-გეოლოგი
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები:უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP სისტემების პროექტირებასა და დანერგვაში;AutoCAD, Revit MEP და სხვა გამოთვლითი პროგრამების ცოდნა;როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;გათბობა - გაგრილების, ვენტილაცია - კონდიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემების პროექტირების ცოდნა;ენერგოეფექტურობისა და მდგრადი დიზაინის პრინციპების ცოდნა;ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შემუშავება;გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;MEP-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
პიროვნული თვისებები და უნარები:დროის ეფექტური მართვა; ორგანიზების კარგი უნარი;სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;გუნდური და პასუხისმგებლიანი;განვითარებაზე ორიენტირებული; შრომისმოყვარე და ენერგიული;სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.geგთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “MEP ინჟინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.