Ო
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 24/10/2026

მეურნეობის რგოლის დამხმარე

domainოჯახური
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1600 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ოჯახური" არის ქართული სუნელ სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ოჯახური" აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოს, თანამედროვე სტანდარტებსა და პასუხისმგებლიან წარმოებას.

"ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას მეურნეობის რგოლის დამხმარის პოზიციაზე, რომელიც ასევე დაეხმარება საწარმოს მიმდინარე სამუშაო პროცესებში. სამუშაოს მიზანია სასაწყობე პროცესების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროდუქციის დროული და უსაფრთხო გადაადგილებისა და შენახვის ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • * ნედლეულის მიღება წონით და თარიღით, ზედნადების საფუძველზე დასაწყობება;
  • * მიღებული პროდუქციის ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მიღება გუნდთან ერთად;
  • * საჭიროების შემთხვევაში ექსპორტის შეკვეთის ჩატვირთვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში;
  • * პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის დასაფასოებელი ნედლეულის გამოტანა და გადანაწილება დაფასოების ოთახებში;
  • * ყუთების აწყობა დასაფასოებელი პროდუქციისთვის;
  • * დაფასოებული პალეტების გადაადგილება;
  • * ობიექტის შიდა ტერიტორიის მოწესრიგება და დისციპლინის დაცვა;
  • * ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • * სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • * სასაწყობე მეურნეობისა და გაცემის ზონის გამართულად ფუნქციონირება;
  • * აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
  • * პუნქტუალურობა და შიდა წესებისადმი პატივისცემა.

პიროვნული თვისებები:

  • * კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • * ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და სანდოობა.
  • * ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 09:00 - 18:00
  • * დასვენება: შაბათი და კვირა
  • * ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 ლარი + ბონუსი
  • * მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმეთ მელაშვილის ქ. №6

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!