I
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების გაყიდვების სპეციალისტი

domainIT Connect
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

IT Connect აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების გაყიდვების სპეციალისტი.

ხელფასი: 1,500 (NET) + ბონუსი

(დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

Microsoft 365, Microsoft Azure-ისა და Google Workspace-ის ლიცენზიების აქტიური გაყიდვა.ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე).კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შეთავაზება.კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება.ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პროექტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში.გაყიდვების პროცესის, შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ანგარიშგება.ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.უპირატესობა მიენიჭება B2B გაყიდვების ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილებას.Microsoft 365, Google Workspace ან სხვა Cloud გადაწყვეტილებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.ინგლისური ენის კარგი ცოდნა.MS Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები.შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნების შესრულების მაღალი მოტივაცია.პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე კლიენტთან/პროექტთან ერთდროულად მუშაობის უნარი.Microsoft-ის ან Google-ის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;

ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);

პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;

პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).