G
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

Middle ინჟინერი

domainGo-Playgrounds
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურება3000-40000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Middle ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით

ანაზღაურება: 3000-40000 Net

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • * პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • * პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა;
  • * პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • * არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება;
  • * წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების დამოუკიდებლად მომზადება;
  • * სამუშაო, დეტალური და საკონსტრუქციო ნახაზების შექმნა და დამუშავება;
  • * პროდუქციისა და მისი შემადგენელი დეტალების ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება;
  • * საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმატების განსაზღვრა, ორგანიზება და მართვა;
  • * არსებული საინჟინრო დოკუმენტაციის გადამოწმება და საჭირო ტექნიკური ცვლილებების განხორციელება;
  • * სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების განხორციელება;
  • * წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის გაწევა;
  • * წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების გაცნობა;
  • * საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების დოკუმენტირება, ვერსიების კონტროლი და სათანადო არქივირება;
  • * საინჟინრო პროცესების გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობის ზრდისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
  • * AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
  • * მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო, საპროექტო ან მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარები:

  • * გამართული კომუნიკაციის უნარი
  • * დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * თავდაჯერებულობა
  • * ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Middle ინჟინერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!