H
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 27/10/2026

მიმღების ადმინისტრატორი

domainHorizont Hotel Tbilisi
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სასტუმრო ჰორიზონტი აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა სასტუმროს სტუმრებთანსასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება-განთავსებასტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ფლობა. სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომაპუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი № 3ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებულისამუშაო გრაფიკი: ორი დღე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, მომდევნო ორი ღამე 21:00 საათიდან 09:00 საათამდე, მომდევნო 4 დღე დასვენება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nanikotrapaidze15@gmail.com წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მიმღების ადმინისტრატორი" კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.

აპლიკანტის ინფორმირებამე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს “ითანი”-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს „ითანი“-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს „ითანი“ (ტელ: 577 00 30 31).

ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს „ითანი“-ს მიერ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (ჩემთან გარიგების დასადებად) და „კ“ (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს „ითანი“-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.

შპს „ითანი“-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს „დატაპრო“ (ტელ: +995 595 018 956).

ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.

შპს „ითანი“ არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.

ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.

მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს „ითანი“-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.