Ტ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

მინიმიკროს ექსპერტი

domainტერაბანკი
location_on
ლოკაციადედოფლისწყარო
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ტერაბანკის" დედოფლისწყაროს ფილიალში მინიმიკროს ექსპერტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • * გაქვს მოლაპარაკების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • * ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
  • * შეგიძლია გუნდურად მუშაობა

შენი მოვალეობა იქნება:

  • * მინიმიკროს სეგმენტის კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება
  • * მინიმიკროს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, და გაცემა
  • * ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • * უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით)
  • * ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • * ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
  • * საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

ჩვენ გთავაზობთ:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევას
  • * ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • * გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • * ადგილმდებარეობა: ქ. დედოფლისწყარო, ჰერეთის ქ. #49
  • * სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
  • * ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | მინიმიკროს ექსპერტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!