მკვლევარი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მკვლევარი
სტალკერი/მკვლევარი
უფროსი მკვლევარი
მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 2,240 ლარი (დარიცხული)*
- შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:
ცოცხალ კოლექციებში არსებული მცენარეების კურირება, რკვევა-იდენტიფცირება, ვერიფიკაცია, თანამედროვე ტაქსონომიური ბაზების და საქართველოში მოქმედი ნომენკლატურული ნუსხების შესაბამისად ელექტრონულ ბაზებში ასახვა, აღრიცხვა, მონიტორინგი, კოლექციების შევსებისა და სახეობების კონსერვაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;ბოტანიკურ ბაღში (თესლის ბანკში კონსერვაციისა თუ სხვა მიზნებით (გაცვლითი ფონდი)) შემოსული თესლისა და ჰერბარიუმების ნიმუშების ვერიფიკაცია, მონიტორინგი;ბოტანიკური ბაღის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა კოლექციის, კავკასიის ფლორის კონსერვაციის განყოფილების მცენარეების მონიტორინგი, აღწერა, სიების შედგენა, მათი რეგულარული განახლება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;საჭიროების შემთხვევაში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი ფლორის სახეობების იდენტიფიკაცია და სიის შედგენაში მონაწილეობა;სამეცნიერო პუბლიკაციების (სტატიების) მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა და ადგილობრივ/საერთაშორისო ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბოტანიკის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი);მსგავს პოზიციაზე / სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;თანამედროვე ტაქსონომიური ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.
პიროვნული უნარები:
სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის უნარი;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
სატელეფონო გასაუბრება;ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მკვლევარი).
- ** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.