Z
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 22/09/2026scheduleბოლო ვადა: 22/10/2026

მოდის კონსულტანტი

domainZadig & Voltaire
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ფრანგული ბრენდის "Zadig&Voltaire"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, მაღაზია "Zadig&Voltaire Tbilisi" აცხადებას ვაკანსიას მოდის კონსულტანტის პოზიციაზე.

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა ეძებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საცალო ვაჭრობის სპეციფიკას მოდის ინდუსტრიაში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ადამიანებს ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდენციებს.

  • * პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი
  • * ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • * სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი
  • * ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა
  • * შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

  • * მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
  • * მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
  • * ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • * ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • * მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეპციის შესაბამისად;
  • * პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
  • * მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • * მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • * ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • * გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@mavaltd.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოდის კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!