Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 17/10/2026

მოლარე

domainგასტრონომი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს. კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია "Gastronome" ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური "Bistro" და არგენტინული "Steakhouse", ჯანსაღი მენიუთი "Brunch"-ისგან

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • * ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.
  • * ბონუსები: ყოველთვიური ბონუსების სისტემა.
  • * სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • * სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • * ფასდაკლების ბარათი;
  • * კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • * აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • * ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (Wolt)
  • * ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი, ეფექტური მომსახურების გაწევა
  • * გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • * კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებსა და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

  • * სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HoReCa სფეროში
  • * სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • * კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • * გამართული მეტყველება.

ფილიალების ადგილმდებარეობა:

  • * დადიანის ქ. 23, წყნეთი
  • * ბელიაშვილის ქ. 27ა, თბილისი
  • * ამაღლების ქ.12, თბილისი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 17 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.