მოლარე-კონსულტანტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის (ბათუმი) პოზიციაზე
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:ქ. ბათუმი
მის: გამსახურდია-მელაშვილის 15/26 ქუჩა, მაღაზია "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა";მის: გამსახურდია-მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "სკარპიერა";სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", მის: ლეხ და მარია კაჩენსკების 1, მაღაზია "კორსო იტალია".
ჩვენ გთავაზობთ:ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1200 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; გუნდური მუშაობის უნარი;ორგანიზებულობა;კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/t8cYy