J
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 11/09/2026scheduleბოლო ვადა: 11/10/2026

მოლარე-კონსულტანტი

domainJYSK
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურება1000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს "JYSK" მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

"JYSK" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • * მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • * სალაროსთან მუშაობა;
  • * დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • * კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • * მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • * კომუნიკაბელურობა;
  • * ორგანიზებულობა;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!