L
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

მოლარე-კონსულტანტი

domainLeonidas Georgia
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1100 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Leonidas Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39

სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)

სამუშაო საათები: 11:00-22:00

ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენს შესახებ

"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

  • * მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
  • * მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება
  • * სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
  • * პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
  • * პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი
  • * მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

  • * საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
  • * გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
  • * სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
  • * არის დეტალებზე ორიენტირებული
  • * გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

  • * სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)
  • * კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან
  • * სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
  • * პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • * სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

თუ გსურს, გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com. სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.