მოლარე-კონსულტანტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი #213
ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე.
სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს
მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- * მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- * საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- * მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება;
- * პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა;
- * ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
- * დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი;
- * პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- * სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- * პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- * მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
- * საბაზისო კომპიუტერული უნარები;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * ყურადღებიანობა და სიზუსტე;
- * სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.