Რ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

მოლარე-კონსულტანტი

domainრანიცა
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200₾
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სუპერმარკეტი/მაღაზია "რანიცა" წარმოადგენს ბელორუსული პროდუქციის მაღაზიას, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ყოველდღიურობაში ხარისხი, ავთენტურობა და სიმყუდროვე შემოვიტანოთ.

ნამდვილი ღირებულება პატარა დეტალებში იმალება: ყურადღებით შერჩეულ პროდუქტებში, თბილ გარემოსა და გულწრფელ მომსახურებაში.

მარკეტი "რანიცა" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, საბურთალოს ფილიალში.

ანაზღაურება: 1200₾ (საათობრივი ანაზღაურება) + ბონუსი (გამომუშავებით)

გრაფიკი: 10:00-22:00

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • * თვეში 15 სამუშაო დღე
  • * მსუბუქი და კომფორტული სამუშაო
  • * კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე
  • * ხელფასის მატება და ბონუსები
  • * სატრანსპორტო ბარათი
  • * დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით
  • * პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება
  • * წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი
  • * სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა
  • * სალარო აპარატთან მუშაობა
  • * მიტანის სერვისის პროგრამასთან მუშაობა
  • * არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის

უნარები, რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • * კომუნიკაბელურობა
  • * გუნდური მუშაობის უნარი
  • * განვითარებაზე ორიენტირებული
  • * დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ ეს აპლიკაცია:

ან გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: agrotrade2022@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი" და კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.

მაღაზიათა ქსელი "რანიცა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ჩვენთან შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩვენთან გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ჩვენთან ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!