მოლარე-კონსულტანტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
მოლარე კონსულტანტი
SATAMASHO — საგანმანათლებლო და პრემიუმ ხარისხის საბავშვო პროდუქციის მაღაზია — აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც მოსწონს მომხმარებლებთან ურთიერთობა და სურს მუშაობა თანამედროვე საცალო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და საჭირო პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
- პროდუქციის სწორად და საინტერესო ფორმით წარდგენა;
- გაყიდვების განხორციელება და სალაროსთან მუშაობა;
- პროდუქციის მიღება, განთავსება და ფასების კონტროლი;
- სავაჭრო სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის ვიზუალური სტანდარტის დაცვა;
- მარაგებისა და პროდუქციის მდგომარეობის კონტროლში მონაწილეობა;
- მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ქართული მეტყველება;
- კარგი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- მოწესრიგებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
საცალო გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში ან სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — შესაბამის კანდიდატს ადგილზე შევასწავლით სამუშაო პროცესს.
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო პროცესისა და პროდუქციის სწავლებას;
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას
- გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს
- თანამშრომლის ფასდაკლებას
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ პასუხისმგებლიანი და გინდა გახდე SATAMASHO-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე.