Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 21/09/2026scheduleბოლო ვადა: 21/10/2026

მოლარე-კონსულტანტი

domainსვიფტმარტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "სვიფტმარტ" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შარტავას 18 (ვეიპისა და თამბაქოს მაღაზია Vape&More)

სამუშაო განრიგი: 24 საათიანი - თვეში 10 სამუშაო დღე

ანაზღაურება: 1200 ლარი + საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომხმარებლის სწრაფი და მაღალ ხარისხიანი მომსახურება;
  • * სალარო ოპერაციების განხორციელება;
  • * პროდუქციის მიღება-განთავსება;
  • * გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია;
  • * უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ერთი ენის ცოდნა მაინც აუცილებელია);
  • * სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • * ორგანიზებულობა;
  • * დისციპლინა;
  • * დეტალებზე ორიენტირება;
  • * დროის მართვის უნარი;
  • * კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ელფოსტაზე swiftmart.geo@gmail.com გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

მოგახსენებთ, რომ შპს "სვიფტმარტ" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "სვიფტმარტ"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "სვიფტმარტ"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: swiftmart.geo@gmail.com

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.