მოლარე-ოპერატორი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
24 საათიანი დრაივის მოლარე ოპერატორი
მოლარე ოპერატორი
მოლარე ოპერატორი
დღის / ღამის ცვლის მოლარე ოპერატორი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ( დროებითი , 2 თვე)
შერჩევის ფორმა: გასაუბრება; ტესტირება
ძირითადი მოვალეობები:
ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება;გაყიდული ნივთის გატარება;ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;საგარანტიოს გამოწერა;საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bIKoBwwd