მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი - საღამოს ცვლა
ინგლისურენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
ინგლისურენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის სატელეფონო წარმომადგენელი
კომპანია "გზავნილი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
"გზავნილი" უკვე 12 წელია მომხმარებლის ნდობით სარგებლობს. კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის ამანათების ჩამოტანასა და კართან მიწოდებას უზრუნველყოფს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * მომხმარებელთან სატელეფონო და ონლაინ მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
- * გზავნილის ვებ გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კითხვების/მოთხოვნების დროული პასუხი და დამუშავება;
- * გზავნილის ვებ-გვერდის ჩატის და სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, შემოსული მოთხოვნებისა ან საინფორმაციო კითხვების დამუშავება და დროული პასუხი;
- * მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
- * მომხმარებლისაგან მოთხოვნის დამუშავება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
ძირითადი მოთხოვნები:
- * ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- * მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო ადგილი: თბილისი - ტაშკენტის ქუჩა.
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული 11:00-დან 19:00-მდე
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: gzavnili.jobs@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი.
განცხადების მიღების ვადა: 10 ნოემბერი
კომპანია გზავნილი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.