მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მომხმარებელთან ურთიერთობის ექსპერტი - POS ტერმინალები
ანაზღაურებადი სტაჟირება - მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით
სტაჟირება მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულბით
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორაციულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო ფორმატი: დისტანციური (სტაჟირების პერიოდში საჭირო იქნება ოფისში სიარული)
სახელფასო ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი
სამუშაო საათები: კვირის დღეებში: 16:00-დან 22:00 საათამდე — კვირაში 5 სამუშაო დღე. შაბათ-კვირას: 10:00-დან 19:00 საათამდე — თვეში 2 შაბათ-კვირა.
იმ კვირებში, როდესაც თანამშრომელი მუშაობს შაბათს და კვირას, სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება შემდეგნაირად: კვირის დღეებში — 3 სამუშაო დღე + შაბათი და კვირა
გრაფიკი წინასწარ შეთანხმდება და გადანაწილდება სამუშაო დატვირთვის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი ასევე მოიცავს ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობას. აღნიშნულ დღეებში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების/კომენტარების და სატელეფონო ზარის ფარგლებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- * მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება გაწერილი სტანდარტის მიხედვით ან მომხმარებლების გადამისამართება მათი მოთხოვნების შესაბამისად;
- * მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
- * კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- * ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- * სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- * საოფისე პროგრამების (MS Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- * გამართული კომუნიკაციის უნარი;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * დისციპლინირებული.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.