E
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

domainEnglish Book Education
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებას და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.

ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.

"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * არსებულ მომხმარებლებთან (კერძო სკოლები) ყოველდღიური ურთიერთობა, მიმდინარე პროცესების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოგვარებაში დახმარება;
  • * არსებული მომხმარებლებისათვის მათემატიკის სახელმძღვანელოების მიმართულებით არსებული სიახლეების შეთავაზება და შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • * არსებული მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • * არსებული მომხმარებლებისათვის საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • * მომხმარებლების მიმდინარე დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • * გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • * მონაწილეობის მიღება საგანმანათლებლო კონფერენციებში;
  • * უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკის მიმართულება);
  • * გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის ცოდნა (CEFR; B2);
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • * საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • * დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • * კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.