მომსახურე პერსონალი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მომსახურე პერსონალი
მიმტანი/მომსახურე პერსონალი
სამრეცხაოს მომსახურე პერსონალი
მომსახურე პერსონალი
კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლი-ში, დ. აღმაშენებლის #213-ში ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
პოზიციის მოვალეობები:
- * მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
- * პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
- * მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
- * სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
- * უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- * კომუნიკაბელურობა
- * გუნდური მუშაობის უნარი
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- * სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით.
რატომ ჩვენთან:
- * განვითარების შესაძლებლობა
- * უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
- * კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge
იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მომსახურე პერსონალი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.