Ნ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 13/10/2026

მოწვეული ლექტორის ვაკანსია - სტომატოლოგიის მიმართულება

domainნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • * თერაპიული სტომატოლოგია;
  • * ქირურგიული სტომატოლოგია;
  • * ორთოპედიული სტომატოლოგია.

ძირითადი მოვალეობები:

  • * შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების განხორციელება;
  • * სტუდენტების კლინიკურ და სიმულაციურ სწავლებაში ჩართულობა და ზედამხედველობა;
  • * სტუდენტების კლინიკური და პრაქტიკული უნარების განვითარება;
  • * სტუდენტების ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების შეფასებაში მონაწილეობა;
  • * სასწავლო მასალებისა და შესაბამისი აკადემიური რესურსების მომზადებაში მონაწილეობა;
  • * სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
  • * უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და აკადემიური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება სტომატოლოგიაში;
  • * შესაბამისი მიმართულებით დასრულებული რეზიდენტურა;
  • * შესაბამისი მიმართულებით რეზიდენტურის დასრულების შემდეგ არანაკლებ 2 წლის დადასტურებული კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება;
  • * შესაბამის სპეციალობაში პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • * სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • * ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • * * პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * თანამედროვე აკადემიურ, კლინიკურ და სიმულაციურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • * საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობისა და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას;
  • * პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას;
  • * სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და კლინიკურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • * მოქნილ აკადემიურ დატვირთვას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ელფოსტაზე: hr@newvision.ge

  • * განახლებული CV;
  • * უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • * რეზიდენტურის/სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • * პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • * საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური და აკადემიური გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.

განაცხადის წარმოდგენისას გთხოვთ, მკაფიოდ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება: თერაპიული, ქირურგიული ან ორთოპედიული სტომატოლოგია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ოქტომბერი.