Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

მთავარი ბუღალტრის დამხმარე

domainკასს ლენდი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2500-3000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Kass Group JSC" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 2500-3000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს პროფესიული განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
  • * პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება;
  • * ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
  • * საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ასახვაში მონაწილეობა;
  • * მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება;
  • * სალაროსა და ავანსების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • * საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • * შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • * საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა, კონტროლი და პერიოდული გადამოწმება;
  • * ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ვერბალური და წერითი
  • * საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • * Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • * Oris-ისა და Balance-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • * Materials Control-ისა და Fidelio-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული უნარები:

  • * ანალიტიკური აზროვნება;
  • * ორგანიზებულობა;
  • * პასუხისმგებლიანობა;
  • * დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • * გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • * კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • * სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • * გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
  • * კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტრის დამხმარე".

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.