Ტ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირ

domainტერაბანკი
location_on
ლოკაციამარნეული
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ტერაბანკის" მარნეულის ფილიალში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • * გაქვს მოლაპარაკების, გაყიდვების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • * ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
  • * შეგიძლია გუნდურად მუშაობა

შენი მოვალეობა იქნება:

  • * SME კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო/საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება
  • * საკრედიტო ანალიტიკოსთან ერთად სესხის კომიტეტზე წარდგენა
  • * პირადი პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა
  • * ყოველთვიური გეგმების შესრულება

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • * უმაღლესი განათლება (საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით)
  • * საბანკო/საფინანსო სფეროში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • * კომპლექსური ფინანსური მონაცემებისა და უწყისების ანალიზის უნარი
  • * საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

ჩვენ გთავაზობთ:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევას
  • * ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • * გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • * ადგილმდებარეობა: ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. #37
  • * სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
  • * ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!