Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

მზარეული

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

პოზიცია: მზარეული

იურიდიული ერთეული: შპს "ლინჩი", რესტორანი "ბაღი"

მისამართი: ქ. თბილისი, ხიდის ქ. 1 (დედაენის ბაღი)

უშუალო ხელმძღვანელი: შეფი

სამუშაოს მიზანი:

მზარეულის სამუშაოს მიზანია სტანდარტების დაცვით კერძების მომზადება და სამზარეულოს პროცესებში პროფესიონალური ჩართულობით, გუნდის პროდუქტიულობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

ანგარიშვალდებულია: შპს "ლინჩის" დირექტორის და შეფის წინაშე.

აღნიშნული გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების მიერ დასაქმებულის მიმართ დავალებების/ინსტრუქციების მიღების უფლებამოსილებას და დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებას დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.

სამუშაო მოთხოვნები:

  1. პუნქტუალურობა;
  1. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  1. სამზარეულოში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  1. იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;

ძირითადი მოვალეობები:

კერძების მომზადება და ხარისხის კონტროლი

  1. უზრუნველყოს ყველა კერძის მომზადება სიზუსტით, დადგენილი სტანდარტების დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
  1. გააკონტროლოს კერძის საბოლოო ხარისხი - ვიზუალური სახე, რაოდენობა, ტემპერატურა და სერვირების წესები, გატანამდე;
  1. მოამარაგოს წინასწარ ყველა საჭირო პროდუქტი კერძის მოსამზადებლად, ეფექტური და უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად;
  1. მიიღოს მონაწილეობა ახალი რეცეპტებისა და მენიუს პუნქტების შექმნის პროცესში, შიდა ინოვაციების ხელშესაწყობად;

პროდუქტების და ინვენტარის მართვა

  1. განახორციელოს საკვების დახარისხება და სწორი პირობებით შენახვა HACCP-ის წესების დაცვით;
  1. შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის სტიკერები რეგულარულად, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  1. შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარის მდგომარეობა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
  1. უზრუნველყოს სამზარეულოში არსებული დანადგარების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით;
  1. ჩაერთოს HACCP სისტემის ადმინისტრირებაში — უზრუნველყოს საკონტროლო წერტილების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
  1. გააკონტროლოს მისი სექციის ინვენტარისა და საჭირო რესურსების მზადყოფნა ცვლის დაწყებამდე, ხოლო ცვლის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სტანდარტების დაცვა;
  1. იმუშაოს ეფექტურად მაღალი დატვირთვის პირობებში, შეინარჩუნოს ხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელ-ფოსტაზე: reservations@baghi-tbilisi.com