Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

მზარეული

domainსასტუმრო ეპიზოდი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ.

ანაზღაურება: 1500 ლარი

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა.

8 საათიანი ცვლა დინამიური გრაფიკი დილის და საღამოს სმენა

ძირითადი მოვალეობა:

  • * შეკვეთის მომზადება კალკულაციების დაცვით, რეცეპტების შესაბამისად;
  • * ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • * კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება, დახარისხება, ვადების კონტროლი;
  • * მაცივრების ტემპერატურის კონტროლი;
  • * საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • * ინვენტარიზაციის წარმოება;
  • * მარაგების შევსება/განახლების უზრუნველყოფა;
  • * შეფ მზარეულის მიერ გაცემული მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

  • * სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
  • * შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • * პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * დროის მართვის უნარი;
  • * პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
  • * ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • * მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • * ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მზარეული".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!