Ნ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

ოფის მენეჯერი

domainნეო გლასი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

არქიტექტურული მინის კომპანია შპს "ნეო გლასი" გიწვევთ ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • * კორპორაციულ ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება.
  • * შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება .
  • * ოფისში არსებული დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა.
  • * სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება კომპეტენტურ თანამშრომლებთან.
  • * საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
  • * კომპანიის ყველა საჭირო პროცესში ჩართულობა.
  • * სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება
  • * აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (C1) ცოდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოგვეხმაუროთ .
  • * საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
  • * მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

  • * მაღალი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
  • * გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა.
  • * პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • * სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ კოლექტივს.
  • * პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
  • * კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
  • * სახელმწიფო დასვენების დღეებში დასვენებას

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)

დასვენების დღეები: შაბათი - კვირა

ანაზღაურება: 2000 ლარი

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ მეილზე: hr@neoglass.ge

გამოგზავნისას მეილში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.