ოფისის მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ოფისის მენეჯერი
ოფისის მენეჯერი
ოფისის მენეჯერი
ოფისის მენეჯერი
Seniority level: Not Applicable | Employment type: Full-time | Industries: Advertising Services
ვეძებთ ოფისის მენეჯერს McCann Tbilisi-ში
სტრუქტურული ერთეული: ადმინისტრაციული განყოფილება თანამდებობა: ოფისის მენეჯერი სამუშაო ადგილის მდებარეობა: თბილისი, საბურთალო სახელი, გვარი: —- ექვემდებარება: გენერალური მენეჯერი, აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორი დავალებებს იღებს: არმ სპეციალისტი, გენერალური მენეჯერი, აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ლოჯისტიკური სერვისის უზრუნველყოფა;
წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული პუნქტების, დასახული ამოცანებისა და ფუნქცია–მოვალეობების ზედმიწევნით შესრულება
კომპანიის კონფიდენციალობის დაცვა
უფლებები:
სტრუქტურული ერთეულებისაგან საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა
დებულებით და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება
თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის საჭირო აუცილებელი პირობების მოთხოვნა
ფუნქცია–მოვალეობები:
ოფისში შემოსული ზარების მიღება, გადამისამართება, ინფორმაციის მიწოდება და რეპორტინგი
შემოსული სტუმრის დახვედრა; სტუმრების გამასპინძლება (ყავა-ჩაის მომზადება)
შეხვედრების დანიშნვა, გადადება ან/და გაუქმება
შეხვედრების ოთახის მუდმივად მოწესრიგებულ რეჟიმში უზრუნველყოფა
შეხვედრებისათვის შეხვედრების ოთახის დაჯავშნა და შესაბამისი გრაფიკის შედგენა/კონტროლი
ოფისის მეილების მუდმივ რეჟიმში შემოწმება, შემოსული ინფორმაციის დროული გადამისამართება
შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის ადმინისტრირება (გატარება/აღრიცხვა, ფაილინგი…)
საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა
ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება თანამშრომლების დავალებით
თანამშრომელთა მოსვლის/წასვლის პროგრამის / ჟურნალის კონტროლი, რეპორტინგი
ინტერნეტ აუთსორსინგის კომპანიასა და სხვა მომწოდებლებთან ურთიერობა ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად
საწვავის ტალონების გაცემის ყოველდღიური აღრიცხვა, ყოველთვიური რეპორტის წარმოება
ოფისის მძღოლთან ურთიერთობა, მოძრაობის განრიგის კონტროლი
ტაქსის კომპანიასთან ურთიერთობა
ტექნიკური მოწყობილობების, მეილების, კორპორატიული ნომრების და სხვა ტიპის ბაზების შექმნა / განახლება
სავიზიტო ბარათების და სხვა საოფისე ნივთების (კონვერტები და ა.შ.) დამზადების/შესყიდვის ორგანიზება და კონტროლი
ოფისში არსებული საწყობის კონტრილი და აღრიცხვა
საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა შეყვანა, ინფორმაციის მოძიება, შეკვეთა და სხვა
სხვა ტიპის დავალებების შესრულება დირექტორთან შეთანხმებით
გადაწყვეტილებების მიღების დონე: კომპეტენციისა და უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, კრეატიულ დირექტორთან შეთანხმებით ანგარიშგების კრიტერიუმები: ზეპირსიტყვიერი და/ან წერილობითი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (უშუალო ხელმძღვანელის მიერ დადგენილი პერიოდულობით და ფორმით) ურთიერთქმედება სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან: კომპანიის შიგნით: ყველა სტრუქტურული ერთეული კომპანიის გარეთ: მომწოდებლები საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი საკვალიფიკაციო/პროფესიული მოთხოვნები: შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად მუშაობის გამოცდილება: ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება – 1 წელი უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (სრულყოფილად) კომპიუტერის ცოდნა: საოფისე პროგრამები დამატებითი მოთხოვნები (პროფესიული): ოფისის მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა დამატებითი მოთხოვნები (პიროვნული): პასუხისმგებლობის გრძნობა, ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი, სწორი დაგეგმარების და დროის მართვის უნარი, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი CV-ები უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@advertising.ge
უკან