ოფისის მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მომსახურების ცენტრის მ/ც ოფისის მენეჯერის
ოფისის მენეჯერი
ოფისის მენეჯერი
ოფისის მენეჯერი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
- * სტუმრებისა და კლიენტების მიღება და გადამისამართება;
- * ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
- * ამანათებისა და საკურიერო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ადრესატებისთვის გადაცემა;
- * შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- * მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება;
- * თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სამსახურებრივი ცნობების მომზადება, დოკუმენტების ბეჭდვა/სკანირება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა);
- * თანამშრომლების შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა;
- * სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (თანამშრომლების დაზღვევის ადმინისტრირება, სიების განახლება);
- * ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება (მატერიალური და ელექტრონული);
- * საოფისე ინვენტარისა და სახარჯი მასალების შეძენა, აღრიცხვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- * კომპანიისთვის საწვავის ლიმიტის შეძენა და ხარჯვის კონტროლი;
- * სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია (დასუფთავება, IT, კომუნალური, ტექნიკური მომსახურება);
- * ინვოისებისა და საოფისე გადახდების ვადების კონტროლი;
- * ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება;
- * მივლინებებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება;
- * კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- * მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
- * საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace);
- * ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარები:
- * ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- * კომუნიკაბელურობა და კორექტულობა;
- * რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
- * პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N2ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge