S
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 12/10/2026

ოფისის მენეჯერი

domainStarring Georgia
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2551 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია შპს "სთარინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას N14. ხოლო ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).

სამუშაო განაკვეთი: სრული - 10:00-19:00

ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება: 2551 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • * ოფისში წესრიგის, კომფორტული და პროფესიონალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • * საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საჭირო მარაგების კონტროლი და დროული შესყიდვის ორგანიზება;
  • * ოფისის ტექნიკის, ავეჯისა და სხვა მატერიალური რესურსების გამართულობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სერვისებთან კოორდინაცია;
  • * მომწოდებლებთან და მომსახურების კომპანიებთან ურთიერთობა, მათ შორის დასუფთავების, ტექნიკური მომსახურების, კურიერული და სხვა საოფისე სერვისების კოორდინაცია;
  • * სტუმრების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
  • * შეხვედრებისთვის საკონფერენციო სივრცეების მომზადებისა და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
  • * საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების, შიდა ღონისძიებებისა და სტუმრების ვიზიტების საორგანიზაციო მხარდაჭერა;
  • * თანამშრომლებისთვის ყოველდღიური საოფისე საჭიროებების ოპერატიულად მოგვარება;
  • * კომპანიის შიდა ადმინისტრაციული პროცედურებისა და ოფისის წესების შესრულების ხელშეწყობა;
  • * ოფისის უსაფრთხოებასთან, დაშვების სისტემებთან, გასაღებებთან/ბარათებთან და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
  • * ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • * უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის ფარგლებში დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება;
  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • * კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • * ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - C1 .

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • * კომუნიკაბელურობა;
  • * შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@bsa.gov.ge 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@bsa.gov.ge