Წ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 31/10/2026

ონლაინ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

domainწარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია
location_on
ლოკაციათბილისი, გორი
payments
ანაზღაურება1500 ლარი / 800 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA) აცხადებს ვაკანსიას ონლაინ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. გორი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

ანაზღაურება:

  • * ქ. თბილისი - 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე);
  • * ქ. გორი - 800 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე).

ჩვენს შესახებ:

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" აერთიანებს ქართულ კომპანიებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს ერთიან სივრცეში. ასოციაცია ქმნის ინოვაციურ პროექტებს ბიზნესის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს წევრი კომპანიებისთვის რეალური ღირებულების შექმნას.

ასოციაციის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/geobusinessnewssgba

ასოციაციის ვებ გვერდი: https://sgba.ge/

ძირითადი მოვალეობები:

  • * ახალი წევრების/კლიენტების მოზიდვა: ასოციაციის წევრობის/პროდუქტების/ სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა;
  • * არსებულ წევრებთან/კლიენტებთან ურთიერთობის მართვა: გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
  • * მოლაპარაკებების წარმოება: პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან/წევრებთან შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • * ბაზრის კვლევა: ბიზნეს გარემოს, პოტენციური წევრებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • * გაყიდვების გეგმის შესრულება: ყოველთვიური/კვარტალური გაყიდვების გეგმების დადგენა და ეფექტური შესრულება;
  • * რეპორტინგი: გაყიდვების შედეგებისა და აქტივობების შესახებ რეგულარული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით);
  • * გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B გაყიდვებში);
  • * კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Power-Point) და CRM სისტემის ცოდნა (სასურველია);
  • * ენების ცოდნა: სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

  • * მაღალი კომუნიკაბელურობა: გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • * ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი: ადამიანების დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი;
  • * პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა: დამოუკიდებლად და დროის ეფექტური მართვით მუშაობის უნარი;
  • * მიზანზე ორიენტირებულობა: დასახული მიზნების მიღწევის მოტივაცია და უნარი;
  • * პრეზენტაბელურობა და ენერგიულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: bmm.vacancy@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Line) მიუთითოთ:

  • * "გაყიდვების მენეჯერი - თბილისი";
  • * "გაყიდვების მენეჯერი - გორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი.

მნიშვნელოვანია: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"SGBA" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

  • * თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
  • * თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც "SGBA" ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • * თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე;
  • * რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.