Ფ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

ოპერაციული მენეჯერი

domainფასთ მოტანა
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია შპს "ფასთ მოტანა" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციულ მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ახალ და განვითარებად ონლაინ პლატფორმას.

"ფასთ მოტანას" საქმიანობის მიმართულება მოიცავს ონლაინ შეკვეთებისა და მიწოდების სერვისის განვითარებას — მომხმარებლებისთვის სწრაფი და კომფორტული მომსახურების შექმნას, ბიზნეს-პარტნიორებისა და კურიერების ქსელის მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • * კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • * შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და მიწოდების პროცესების კონტროლი;
  • * კურიერების გუნდის ორგანიზება, მართვა და სამუშაო პროცესის კონტროლი;
  • * კურიერების შერჩევისა და მოზიდვის პროცესში მონაწილეობა;
  • * პარტნიორი ობიექტების — რესტორნების, მაღაზიებისა და სხვა ბიზნესების — მოძიება და მათთან ურთიერთობის მართვა;
  • * მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • * მომხმარებლებისა და პარტნიორების პრობლემური შემთხვევების დროული მოგვარება;
  • * კომპანიის შიდა საოპერაციო პროცესების ჩამოყალიბება და მუდმივი გაუმჯობესება;
  • * გუნდის სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • * კომპანიის ძირითადი საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი;
  • * ხარჯების, მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის კონტროლი;
  • * ბაზრისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი;
  • * კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
  • * კომპანიის ზრდისა და მასშტაბირების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • * საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • * ოპერაციების, მომსახურების, ლოჯისტიკის, საკურიერო ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • * ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • * პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • * დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • * დინამიკურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • * ინგლისური ან თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა — სავალდებულოა (ერთ-ერთი ენის ცოდნა მაინც);
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * ახალ და სწრაფად განვითარებად ქართულ პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
  • * მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებისა და მასშტაბირების პროცესში;
  • * მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;
  • * პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი- კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ანაზღაურების დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე)

რატომ ეს პოზიცია?

ეს არ არის მხოლოდ ყოველდღიური პროცესების ადმინისტრირება. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული " ფასთ მოტანას" განვითარებაში, პროცესების შექმნაში, გუნდის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ზრდაში.

თუ გაქვს მენეჯერული გამოცდილება, შეგიძლია ადამიანებისა და პროცესების მართვა, სწრაფად იღებ გადაწყვეტილებებს და გინდა ახალი პროექტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულო — გელოდებით " ფასთ მოტანაში"!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ქვემოთ მითითებულ მისამართზე hr@metro360.ge განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 25.10.2026-მდე.

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!