პირადი მძღოლი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
პირადი მძღოლი
პირადი მძღოლი / დამხმარე
პირადი მძღოლი
პირადი მძღოლი
შპს "სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (ზრდის პერსპექტივით, სამუშაო გრაფიკის მიღმა შესრულებული დამატებითი დავალება ან სამუშაო საათების გადაცილება ანაზღაურდება დამატებით)
ვაკანსიის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- * დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
- * ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი;
- * ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი;
- * გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება;
- * საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება);
- * გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- * მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
- * მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- * თბილისის ქუჩების და ალტერნატიული გზების სრულყოფილი ცოდნა;
- * სასურველია თანამედროვე ავტომობილების მართვის სისტემების სრულყოფილი ცოდნა (მაგ : ნავიგაციის ციფრული სისტემების, მულტიმედიის და სხვა დამხმარე ჭკვიანი ფუნქციების თავისუფლად გამოყენება)
პიროვნული მახასიათებლები:
- * კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა;
- * პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე;
- * ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი;
- * სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში;
- * მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: llcstandad73@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აგრეთვე სასურველია რეზიუმე შეიცავდეს ფოტოსურათს.