Თ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

PR სპეციალისტი

domainთბილისის არქიმედეს სკოლა
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას PR სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს სკოლის ცნობადობის, იმიჯისა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * სკოლის PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • * სკოლის სიახლეების, მიღწევებისა და მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • * სოციალური მედიის გვერდების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
  • * Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა სოციალური პლატფორმებისთვის კრეატიული კონტენტის შექმნა;
  • * ფოტო და ვიდეო მასალის ორგანიზება და მომზადება;
  • * სკოლის ღონისძიებებისა და პროექტების PR მიმართულებით დაგეგმვა და გაშუქება;
  • * მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ღონისძიებების შესახებ საინტერესო ისტორიებისა და პოსტების მომზადება;
  • * სკოლის ბრენდისა და დადებითი იმიჯის გაძლიერებაზე მუშაობა;
  • * PR და სოციალური მედიის აქტივობების შედეგების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება PR-ის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • * PR-ის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სოციალური მედიის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * გამართული ქართული ენის ცოდნა;
  • * სოციალური მედიის პლატფორმების კარგად ცოდნა;
  • * გამართული წერისა და ტექსტის შექმნის უნარი;
  • * კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
  • * ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და დამუშავების საბაზისო ცოდნა;
  • * ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • * დროის მართვისა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
  • * სასკოლო გარემოსა და ბავშვებთან კომუნიკაციის სპეციფიკის გათვალისწინების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • * საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობას;
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • * კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:

  • * CV;
  • * სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო ან თქვენ მიერ შექმნილი სოციალური მედიის/PR კონტენტის მაგალითები.

რეზიუმე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr.archimede@gmail.com. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

საკონტაქტო ნომერი:514 600 055;

თბილისის არქიმედეს სკოლა