Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

პრისეილერი

domainბიდი პლუსი
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia/Maylo/Berrak (ჰიგიენური ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

შპს "ბიდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და არსებული ქსელის მართვა.
  • * სავაჭრო წერტილებში ვიზიტების განხორციელება.
  • * კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია, ახალი პროდუქტებისა და მიმდინარე აქციების/ფასდაკლებების გაცნობა ობიექტის მენეჯერებისთვის.
  • * სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების შემოწმება და ზუსტი შეკვეთების აღება (მობილური აპლიკაციის ან კომპიუტერული სისტემის გამოყენებით).
  • * შეკვეთების ოპერატიული ასახვა და შესაბამის განყოფილებაში (საწყობი/ლოჯისტიკა) გადაცემა.
  • * თაროებზე პროდუქციის განთავსების (facing), ასორტიმენტის სისრულისა და ადგილმდებარეობის მონიტორინგი.
  • * სარეკლამო მასალებისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების კონტროლი.
  • * კლიენტებთან ფინანსური ანგარიშსწორებისა და გადახდის ვადების მკაცრი კონტროლი.
  • * შესრულებული სამუშაოს, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * პოკეტში მუშაობის გამოცდილება;
  • * გაყიდვების მიმართულებით 6 თვიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ დისტრიბუციის სფეროში მუშაობას);
  • * B- კატეგორიის მართვის მოწმობა;

დამატებითი მოთხოვნები: საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • * საწვავით უზრუნველყოფა;
  • * ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • * სტაჟის მიხედვით ზრდადი ანაზღაურება;
  • * სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!