Დ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

პრისეილერი

domainდაფნა
location_on
ლოკაციათელავი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპმანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: პრისეილერი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.10.2026

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი

ძირითადი მოვალეობები:

  • * ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმართვა
  • * სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება და შეკვეთების აღება
  • * კონსიგნაციის ლიმიტის კონტროლი და დავალიანების დროულად დაფარვის უზრუნველყოფა
  • * ფულადი თანხის აღება სავაჭრო ობიექტებიდან და მიღებული თანხის შესაბამისი ფისკალური ჩეკის ამობეჭდვა
  • * დღის განმავლობაში მიღებული ყველა საბუთის ოპერატორისთვის ჩაბარება და მოლარესთან თანხის მითვლა/ჩაბარება
  • * სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთის და შესაბამისი წესით განთავსების კონტროლი
  • * სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკება მუდმივი/ან და დროებითი ფასდაკლებების შესახებ
  • * ვადაგასული პროდუქციის ობიექტიდან დროული გამოტანის ორგანიზება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება
  • * სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წელი და მეტი
  • * მართვის მოწმობა B კატეგორია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.