პრისელერ/მერჩენდიაზერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
პრისელერ/მერჩენდიაზერი
პრისელერის დამხმარე
პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
პრისელერი/დისტრიბუტორი
პრისელერ/მერჩენდიაზერი
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
"G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- * სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი;
- * შეკვეთების მიღება/გაფორმება;
- * გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- * დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- * ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
- * FIFO-ს მუდმივი დაცვა და მონიტორინგი;
- * სავაჭრო ობიექტზე OUT/OVER STOCK-ზე დროული რეაგირება და ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
- * სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის განლაგება, პლანოგრამით და FIFO-ს დაცვით პრინციპით;
- * სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ფასის კონტროლი;
- * სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეგულარულ და სააქციო ფასების მონიტორინგი და ასახვა;
- * კვარტალში ერთხელ პროდუქციის მოკლე ვადიანების მონიტორინგი/აღწერა და რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის წარსადგენად;
- * სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- * სასურველია უმაღლესი განათლება;
- * აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია).
უნარები:
- * კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- * დეტალებზე ორიენტირებული;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე;
ფიქსირებული ანაზღაურება თვეში 800 ლარი +200 (მანქანის ცვეთის ხარჯი) და ბონუსი (ჯამში სახელფასო დიაპაზონი შეადგენს 1800-დან 2500 ლარამდე ხელზე).
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს;
კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: პრისელერ/მერჩენდაიზერი/რუსთავი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.