S
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

პროდუქტის მფლობელი

domainscapp
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპ" აცხადებს ვაკანსიას Product Owner-ის პოზიციაზე.

ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან პროდუქტის განვითარების მიმართულების განსაზღვრაზე, პრიორიტეტების მართვასა და მომხმარებლისა და ბიზნესისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაზე.

შერჩეულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ბიზნეს წარმომადგენლებთან, დეველოპმენტის გუნდებთან, დიზაინერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა პროდუქტის განვითარება პასუხობდეს ბიზნესმიზნებსა და მომხმარებლის საჭიროებებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • * პროდუქტის გრძელვადიანი ხედვისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
  • * პროდუქტის პრიორიტეტების ჩამოყალიბება ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად;
  • * Product Roadmap-ის შექმნა და პერიოდული განახლება;
  • * Product Backlog-ის მართვა, პრიორიტეტიზაცია და მუდმივი დახვეწა;
  • * ახალი ფუნქციონალების, გაუმჯობესებებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • * მსხვილი ინიციატივებისა და მოთხოვნების მცირე, მკაფიო და ბიზნეს ღირებულების მქონე ამოცანებად დეკომპოზიცია;
  • * User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს ჩამოყალიბება გუნდთან თანამშრომლობით;
  • * MVP-ისა და პროდუქტის განვითარების ეტაპების განსაზღვრა;
  • * ფუნქციონალების პრიორიტეტიზაცია ბიზნეს ღირებულების, მომხმარებლის საჭიროებებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • * მომხმარებლის გამოცდილებისა და პროდუქტის გამოყენების სიმარტივის გაუმჯობესება;
  • * პროდუქტის ხარისხთან, სტაბილურობასთან, წარმადობასა და ტექნიკურ გაუმჯობესებებთან დაკავშირებული საკითხების პრიორიტეტიზაცია ტექნიკურ გუნდთან ერთად;
  • * პროდუქტის შედეგებისა და შესაბამისი KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი;
  • * ბიზნეს, ტექნიკურ, დიზაინისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • * პროდუქტის ხედვის, პრიორიტეტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი კომუნიკაცია.

რას ველოდებით კანდიდატისგან:

  • * Product Owner-ის, Product Manager-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
  • * Agile და Scrum პრინციპებისა და სამუშაო პროცესების კარგ ცოდნას;
  • * Product Backlog-ის, Roadmap-ისა და პრიორიტეტების მართვის გამოცდილებას;
  • * ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზებისა და ტექნიკურ გუნდთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს;
  • * მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომას;
  • * მონაცემებსა და ბიზნეს ღირებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
  • * პიროვნული კომპეტენციები

ამ როლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • * სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • * ძლიერი პრიორიტეტიზაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • * ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • * Stakeholder Management;
  • * მოლაპარაკებისა და ინტერესების დაბალანსების უნარი;
  • * პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • * მომხმარებელზე ორიენტაცია;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და Ownership;
  • * გუნდური მუშაობა;
  • * ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია;
  • * კონფლიქტების კონსტრუქციულად მართვის უნარი;
  • * ფორმალური ავტორიტეტის გარეშე გავლენის მოხდენისა და გუნდის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV) ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/wVj0H

წარმატებებს გისურვებთ!