S
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 26/09/2026scheduleბოლო ვადა: 26/10/2026

პროდუქციის მიმღები

domainsbmstore
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"sbmstore" სპორტული პროდუქციის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სპორტულ ბრენდებს: JOMA, Kappa, SELECT, adidas, uhlsport, MUNICH SPORT და FESSURA.

დღეს "sbmstore" აერთიანებს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ორიენტირებულია საქართველოში ხარისხიანი სპორტული პროდუქციისა და მომსახურების განვითარებაზე.

"sbmstore" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმღების პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი, შაბათი-კვირა დასვენება.

კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)

ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი.

ანაზღაურება ფიქსირებული 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • * შემოსული პროდუქციის მიღება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება;
  • * პროდუქციის რაოდენობის, მოდელების, ზომებისა და მდგომარეობის შემოწმება;
  • * პროდუქციის მოწესრიგებულად განთავსება საწყობში;
  • * გამოვლენილი დანაკლისის ან დაზიანების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • * პროდუქციის აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • * ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * ორგანიზებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • * Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — მონაცემების შეყვანა, ძებნა, გაფილტვრა და მარტივი გამოთვლები;
  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: 015@sbm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "პროდუქციის მიმღები".